მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს“ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, შემდეგნაირად უპასუხა: „საქართველოს კანონმდებლობით არ გვაქვს ამის ვალდებულება“.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, ყველა შედის.

„რაც შეეხება არ შესვლის მიზეზს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს. 

როდესაც დენისოვა იმყოფებოდა პირველად, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი შეფასება. კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის არცერთი, იმის შესახებ შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა, გლდანის ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „გადაწყვეტილება მივიღე ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი“ - ბურჭულაძე

🔴 „ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან არ შემოუშვეს“ - სააკაშვილი

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს