მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე-14 დღეა შიმშილობს და მდგომარეობა დამძიმებული უნდა იყოს“ - სააკაშვილის პირადი ექიმი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

„4 დღეა ველოდები საშვს, არ ვიცი რატომ არის ასეთი ძნელი, რომ გამომიწერონ“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის საპატიმროში მონახულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ექიმის თქმით, მას მუდმივი საშვი ჰქონდა, თუმცა, უთხრეს რომ გაუქმდა და ახალი საშვი არის საჭირო.

ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ახლა მხოლოდ ადვოკატებისგან აქვს.

ამასთან, ყიფშიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან რომ სააკაშვილი მე-14 დღეა შიმშილობს, მისი მდგომარეობა უფრო დამძიმებული უნდა იყოს.

„4 დღეა ველოდები საშვს, არ ვიცი რატომ არის ასეთი ძნელი რომ გამომიწერონ. რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს ადვოკატებმა და მითხრეს, რომ დღეს დასვენების დღეა და ყველაფერი დაკეტილია. ასე რომ დღეს ბატონ პრეზიდენტს ვერ ვნახავ. მუდმივი საშვი მქონდა, შემდეგ მითხრეს, რომ ახალი საშვია საჭირო და ძველი აღარ მუშაობს.

ადვოკატების მონაყოლიდან ვიცი, რომ მდგომარეობა ცოტა უარესია, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, სანამ მე თვითონ არ ვნახავ ანალიზებს, გულთმისანი ხომ არ ვარ, როგორ გითხრათ? მე-14 დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა უფრო მძიმე უნდა იყოს“, - აცხადებს ექიმი.

ჟურნალისტის კითხვაზე მშრალი შიმშილობით გამოხატავს თუ არა პროტესტს, სააკაშვილის პირადი ექიმი ამბობს, რომ „მშრალი შიმშილობა სხვა რამეა“.

„მშრალი შიმშილობაა, როცა წყალსაც არ იღებს ადამიანი. მე-12 საუკუნის ბოლოდან მშრალ შიმშილობას არავინ იყენებს. მშრალი შიმშილი 6-დან 8 დღემდე გრძელდება, ამის შემდეგ ადამიანი ვერ ცოცხლობს“, - აცხადებს ექიმი.

რაც შეეხება ექიმების მულტიფუნქციურ ჯგუფს, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ის ექიმების ჯგუფით კმაყოფილია და ყველას იცნობს.

„წამყვანი სპეციალისტები არიან საქართველოში თავიანთ დარგში. მოვითხოვე კიდევ 2 ექიმის დამატება. ეს არის პროფესორი ვახტანგ კალოიანი და პროფესორი მარინა აბაშიძე. ეს არის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც პირველად აღმოუჩინა პრეზიდენტს სისხლის დაავადება“, - დასძინა ყიფშიძემ „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს