მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გოგაშვილის დაკავება არის შურისძიება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვიტა ემხილებინა რეჟიმი“ - ნიკა მელია

 „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„გოგაშვილის დაკავება არის შურისძიება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვიტა ემხილებინა რეჟიმი“, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

ნიკა მელიას თქმით, გოგაშვილის დაკავებას სამართალთან და მართლმსაჯულებასთან საერთო არ აქვს.

„ამ ფორმით დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს, არც სამართალთან, არც მართლმსაჯულებასთან, მხოლოდ კავშირი აქვს - შურისძიებასთან. შურისძიებასთან იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ერთ დროს იყო დანაშაულებრივი სისტემის უმნიშვნელო ფიგურანტი და რომელმაც, გადაწყვიტა უკანასკნელ პერიოდში ემხილებინა რეჟიმი. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გოგაშვილის დაკავებას სამართალთან და მართლმსაჯულებასთან საერთო არ აქვს. კავშირი არ აქვს მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან. ეს ადამიანი მმართველი პარტიისთვის გახდა საშიში. სანამ საზოგადოების ნაწილს ძალადობა ახარებს, ვფიქრობ, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა დროში ძალიან გაგვეწელება.

ჩვენი გამოხმაურებებით, ივანიშვილის წისქვილზე ვასხამთ წყალს და მის რეჟიმს ვაძლიერებთ. ივანიშვილი შუშის ფეხებით დგას ქვიშაზე და აუცილებლად წაიქცევა, მაგრამ დღეს მოახერხა, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების ნაწილს შურისძიების აქტის განხორციელების შემდეგ ტაში დააკვრევინა“, - აცხადებს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე