მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაფარიძე მერობის კანდიდატობაზე: „თუ სადმე შეიძლება გვქონდეს ამბიცია, ეს არის თბილისი“

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატურაზე კენჭისყრას შემდეგნაირად უპასუხა:

„კარგი იქნება ძალიან ოპოზიციის მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რამდენჯერმე იყო ამაზე საუბარი, თუმცა არ ყოფილა ფორმალურად ამაზე მსჯელობა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მისულიყო.

განწყობა არის ასეთი, რომ ჩვენ თბილისში ავიღეთ მესამე ადგილი. ავიღეთ ალბათ ასჯერ ნაკლები რესურსებით, ვიდრე ჩვენზე წინ გასულმა პარტიებმა... და შესაბამისად, თუ სადმე ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამბიცია, ეს არის თბილისი,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მერობის კანდიდატობას არ გამოვრიცხავ“ - ნიკა მელია

✅კახა კალაძე: ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები

„არ მინდა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები შეადარონ საფრანგეთში ნაგავში მეძებარ ხალხს“ - მიხეილ რამიშვილი