„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით რუსული სპეცსამსახურების ჩარევის შესახებ ვერაფერს იტყვის და ამ კითხვაზე პასუხს თავად სააკაშვილი გასცემს.
„რაც შეეხება რუსეთის მიერ ჩანერგილ აგენტებს, მე ვერაფერს გეტყვით. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინება, თვითონ მიშაც ამაზე ისაუბრებს და თავისუფალი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებშიც გამოვლინდება, თუკი ასეთი ადამიანები იმ ლოგისტიკურ პროცესში არსებობდნენ. როგორც წესი, ასეთ შეკითხვებს ისტორია სცემს ხოლმე პასუხს, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, ეს არ იქნება რაღაცა ათწლეულების შემდეგ. ძალიან მალე, როდესაც მიშა იქნება თავისუფალი, ის თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
„გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 კრემლი ემზადება გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებისთვის, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში - ISW
👉 „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო