მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად“ - ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ონლაინ კაზინოს შექმნას აანონსებს. 

ჯაფარიძე ამ აქტით პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას აპროტესტებს, რომელიც სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. 

„ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად. ესაა სლოტი - BOOK OF FREEDOM, დემოვერსია. „ქართული ოცნება / Georgian Dream თვალყური“ გვადევნეთ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ონლაინ კაზინოების რეგულირება დააანონსა. მისი თქმით, ხელისუფლება სათამაშო ბიზნესზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.