მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა არის ყველა მხარეზე, განსაკუთრებით კი, ჩემი აზრით, მედიაზე“ - ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის არ მონაწილეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არ არის „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის პროცესი, არამედ არის ევროკავშირის მიერ დადგენილი დღის წესრიგი. ამიტომ, იოსელიანი იმ ოპოზიციას, რომელიც არ მონაწილეობს პროცესში ღიად აკრიტიკებს.

„მე არ მესმის და საჯაროდ ვაკრიტიკებ იმ ადამიანების, იმ დეპუტატებისა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც უარს აცხადებენ პროცესში მონაწილეობაზე. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროცესი ან ოპოზიციის პროცესი. ეს არის ევროკავშირის მიერ მოცემული დღის წესრიგი, სადაც პირდაპირ ჩაგვიწერეს, რომ ოპოზიცია უნდა მონაწილეობდეს და უნდა მონაწილეობდეს არასამთავრობო სექტორი. დღეს იყო ერთ-ერთი პირველი დიდი შეკრება, სადაც პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა არის ყველა მხარეზე, განსაკუთრებით კი, ჩემი აზრით, მედიაზე. ჩემი მოსაზრება არის, რომ, როდესაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეძლებს განსხვავებულ პოლიტიკურ მედიაში თავისი აზრის წარმოჩენას, ოპოზიციურ მედიაში თუ ე.წ. სამთავრობო მედიაში, და ყველგან შედგება დებატები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ეს ბუნებრივად შეამცირებს პოლარიზაციას. სადაც არის დებატები, საუბარი და რაღაც საკითხების განხილვა, შეუძლებელია, რომ განუწყვეტლივ იყოს მხოლოდ ჩხუბი და მუშტი-კრივი. ადამიანები რომ იწყებენ ლაპარაკს, რაღაც გადაწყვეტილებამდე მიდიან ხოლმე“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ არ მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმდენი ხანია რიგგარეშე სესიაზე საუბრობენ, რომ უკვე მალე მორიგი სესია მოვა - შალვა პაპუაშვილი

👉 ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნის