მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც გუშინ აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს, ეს იყო შეურაცხყოფა ადამიანების მიმართ, როგორც ცხვრებს, ისე მოეპყრნენ“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

 პოლიტიკური ჯგუფის - „გირჩის“ წარმომადგენელი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი 3 ივლისის აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც გუშინ აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს, ხალხის შეურაცხყოფა იყო და ისინი უნდა გადადგნენ.

„გუშინ რაც გააკეთეს აქციის ორგანიზატორებმა, ეს იყო შეურაცხყოფა ადამიანების მიმართ. როგორც ცხვრებს, ისე მოეპყრნენ. აქეთ იქით ვასეირნოთ და... არანაირი შინაარსი არ ჰქონდა ამას. მე მგონი ეს დაუშვებელია და თუ მართლა ევროპულობის მაგალითის ჩვენება უნდათ, ორგანიზატორები უნდა გადადგნენ და შეეშვან ამ ისტორიას. როდესაც ერთ დღეს მიტინგზე 100 000 ადამიანი გამოდის, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ასეთი მუხტი ასე როგორ უნდა დაანგრიო? ერთადერთი რაც დარჩა, არის, თქვან, რომ ამას მეტჯერ აღარ გააკეთებენ. თუმცა, როგორც ღარიბაშვილი არ გადადგა თავის დროზე, ეჭვი მაქვს, რომ ისინიც იმავენაირად მოიქცევიან“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

შეგახსენებთ, 3 ივლისს პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილმა კი დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „როცა რაღაცას შენატრი, მაშინ იმისგან განსხვავებულად ხომ არ უნდა იქცეოდე და ხალხს ქუჩაში სიარულით ხომ არ უნდა ღლიდე?!“ - იაგო ხვიჩია