მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რომ დააკავებენ, ამით ქვეყანა დაინგრევა?“ - ნიკა მელია სააკაშვილზე

მელია და სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს.

მისი თქმით, თუ მას დააკავებენ ამით ქვეყანაში მნიშვნელოვნად ნეგატიური არაფერი მოხდება.

„ადამიანი ამბობს, რომ მინდა იქ ყოფნა, როცა ვგრძნობ, რომ ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი და არ მინდა, რომ საკუთარ თავთან მქონდეს შიდა პიროვნული კონფლიქტი. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს უკიდურესად მშვიდობიანად მოხდეს, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს პროვოკაციის შესაძლებლობა.

გასაგებია, რომ ხელისუფლება საუბრობს დაკავებაზე. და რა მერე, რომ დააკავებენ, ამით ქვეყანა დაინგრევა თუ რა მოხდება? ამათ ხელში ციხეში ჯდომა, პირდაპირ გეუბნებით, რომ პატივია. მე დაკავებით მხოლოდ გავძლიერდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ერთი პატრიოტი ადამიანი ბიძინა ივანიშვილის სატუსაღოში დიდი ხნით ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სამოქალაქო დაპირისპირებაც სავარაუდოა, თუ სააკაშვილი საზღვარს გადმოლახავს“ - რამაზ საყვარელიძე

⭕ მშიშარა ადამიანია... თუ ჩამოვა, უკეთესია, კანონი აღსრულდება - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

⭕ „ჩამოვალ საქართველოში რა ფასადაც უნდა დამიჯდეს, ერთხელ და სამუდამოდ „ხიხოკრატია“ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში“ - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)