მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩამოვალ საქართველოში რა ფასადაც უნდა დამიჯდეს, ერთხელ და სამუდამოდ „ხიხოკრატია“ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში“ - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„რეპუტაცია საკმარისზე მეტი მაქვს, მაგრამ თუ ქვეყანა დავკარგეთ, ეშმაკს წაუღია და წყალს. რეპუტაციაც მქონია, მაქვს და კიდევ მექნება კიდევაც მომავალი თანამდებობები ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში. თუ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქვეყანა, ჩემი ხატია საქართველო, გულით ვატარებ და ეს არ არის მარიაჟი, ამიტომ რა უნდა იყოს ამაზე მეტი მოტივაცია? “, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ არჩევნებისათვის რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, ქვეყანაში ჩამოსვლას გეგმავს.

„მე ვარ ადამიანი, ვინც მზად არის საკუთარი სიცოცხლე, თავისუფლება, ყველაფერი გავრისკო, ჩემი ტყავი, შევაგდო ამ თამაშში და გადავდო საკუთარი ცხოვრება. მე თანამდებობისაკენ არ მივისწრაფვი. ყველამ ერთად უნდა ავამოძრაოთ ხელ-ფეხი და თუ თვითონ არ შეუძლიათ ამ ბრძოლაში ყოფნა, ჩვენ მაინც ნუ გვიშლიან ხელს.

ამ არჩევნებზე, როგორც ვთქვი, ჩამოვალ საქართველოში რა ფასადაც უნდა დამიჯდეს, ერთხელ და სამუდამოდ „ხიხოკრატია“ უნდა დავასრულოთ. ქვეყანაში არ უნდა იყოს ღარიბი ადამიანი, ჩემთვის ეს დამამცირებელია. ახლა ვართ ჩამორჩენილი ბანძი აფრიკული ქვეყანა და ამიტომ ეს უნდა დავასურლოთ ნებისმიერ ფასად, არ გვინდა ძალადობა, თუმცა ჩვენზე ძალადობის უფლება სხვებს არ უნდა მივცეთ. მივდივართ წინ და უკან დასახევი გზა მოჭრილია, ეს არის ჩვენი „დიდგორი“, „ან ფარზე ან ფართან ერთად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან, ასევე, გიორგი გახარიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ცივილიზებულად გამოიყურება.

„უნდა ინახოს საიდან აქვს გახარიას ფული. არსებობს ამის 2 წყარო, ივანიშვილი და ვფიქრობ, რომ ივანიშვილის თამაშში ის არ არის და რუსეთი. სუფთა ადამიანურ დონეზე, უფრო ცივილიზებულად მეჩვენება, გიორგი გახარია, ვიდრე ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ“, - აღნიშნა ყოფილა პრეზიდენტმა.

იხილეთ აგრეთვე:

რამდენჯერ დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა?