მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

მესამე პრეზიდენტი საქალაქო სასამართლოში

„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომლის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით. 

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

სააკაშვილის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოს პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.