სამართალი

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება
1638172943
დაკოპირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. 

სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. 

ადგილზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები და ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლო პროცესის პირდაპირ რეჟიმში ტრანსლირება მოხდეს. 

დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის განხილვას სასამართლოში ესწრება. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სააკაშვილს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე - დიტო საძაგლიშვილი

⚫ „მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს“ - გიული ალასანია