მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის გათავისუფლების შანსი ნულია, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება“ - ჯაფარიძე

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების შანსი ნულია იქამდე, სანამ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება. 

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი უკვე ასაკშია, მას სხვა გამოცდილება აქვს და გარეთ კი 2003 წელი არ არის. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ქვეყანაში სხვა რეალობაა. 

„მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სააკაშვილი ისეთი წარმოუდგენიათ როგორც 2003 წელს იყო, ახალგაზრდა, ენერგიული და ასე შემდეგ. ახლა სააკაშვილი სხვა ადამიანია. ბევრი მახასიათებელია, რაც ადამიანში არ იცვლება და მეც მჯერა, რომ არ იცვლება. სააკაშვილი ასაკშია, სხვა გამოცდილება აქვს, სხვა რეალობაში გამოდის, ეს არ არის 2003 წელი, რაც დღეს საქართველოშია. ამიტომ, არავინ იცის რა იქნება. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, მისი გათავისუფლების შანსი არის ნული“, - განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია

👉 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პროკურატურაში ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა შეაქვთ

👉 „არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა“ - მარიამ ჯიშკარიანი