მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა, დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილი სახალხო დამცველის მიერ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნით შთაბეჭდილების ქვეშაა. 

„სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა, დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომელიც ამ დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს და იმ მდგომარეობაში რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო სერვისის მიწოდება, ასევე, არ არის უცნობი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფის სპეციალისტების კეთილსინდისიერებითა და კვალიფიციურობით, ასევე, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტით. ჩვენ ვნახეთ მათ მიერ სრულყოფილი შეფასება როგორც მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ისე მე-18 დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.