მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ვულოცავ ჯო ბაიდენს! საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა.

მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, ჩვენ ორ ერს შორის კავშირის გამყარებასა და გაღრმავებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

📌 ცნობისთვის, აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 👇

🔴 გიორგი გახარია ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

🔴 არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს