მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“ - ჯანდაცვის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე

„ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და, ასევე, ბატონი ამირანის და თამარ გაბუნიას განცხადება ამის შესახებ იყო ჩემთან შეთანხმებული. ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ ამასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაციას იმის შესახებ, მონაწილეობდნენ თუ არა მისი გუნდის წევრები ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების განთავსებაში.

„არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები. ასევე, სატელევიზიო კომენტარიც გაქვთ მოსმენილი კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა. რა თქმა უნდა, „ალმასგან“ უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ხდება ჩანაცვლება მათი მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული საკითხი, მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ვაქცინაციის შესახებ მოწოდებების ბანერების ადგილას ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები დაამონტაჟეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე“ - NCDC ბანერებთან დაკავშირებით კომპანია „ალმას“ პასუხობს

⭕ „მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები!“ - მამუკა ხაზარაძე

⭕ „არ გიტყდებათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის?“ - სააკაშვილი (ვიდეო)