მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისურვებდი, რომ დღეს და ამ 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

„ვისურვებდი, რომ დღეს და ამ 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ავტომატურად არის ქართულ პოლიტიკაში.

„მახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ მიდიოდა პოლიტიკიდან, თქვა, რომ ქვეყანა უნდა ინგრეოდეს, მე რომ კიდევ დავბრუნდეო და ინგრევა ქვეყანა! ევროპაში ომია, საქართველოს წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ჩემი აზრით, მართლა ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც მართლა შეძლებს ამ 6 თვის გატარების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ვისურვებდი, რომ დღეს და ამ 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო.

ის ავტომატურად არის პოლიტიკაში. მეორე საკითხია, რა ფორმას ირჩევს პოლიტიკაში ყოფნის. და ის ფორმა, რაც ახლა აქვს არჩეული, ჩემი აზრით უკვე სარისკო გახდა, მათ შორის მისი უსაფრთხოებისთვის და სიმშვიდისთვის“, - აცხადებს  „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი“ - რამაზ საყვარელიძე

👉 „სასამართლო კარგი რომ გვქონდეს და მდიდრები ვიყოთ კანდიდატის სტატუსს კი არა, პირდაპირ ევროპას მოვითხოვდით“ - იაგო ხვიჩია

👉 „ეკლესიის გარეშე საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, დარჩებიან „სირცხვილიასავით​​“ - მეუფე იაკობი

👉 „ამ პოლიტიკურ პროცესში უპირველესი მოთამაშე არის ხალხი და ეს ჩვენ დავინახეთ რუსთაველზე“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ჩემი რეკომენდაციაა, საქმეს მიხედეთ“ - კელი დეგნანი