სამართალი

დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1643000572
დაკოპირებულია

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. 

პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „სასამართლო პროცესებზე დასწრება არდასწრებას თავად მიხეილ სააკაშვილი წყვეტს“ - მარიამ ჯიშკარიანი

 „სააკაშვილის ნევროლოგიურ სტატუსში ცვლილებებია და მდგომარეობა არ უმჯობესდება“ - ნევროლოგი