მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

„ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, -  ასე ეხმაურება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სოჭის პორტის ადმინისტრაციის დირექტორის, იური ვლადიმიროვის განცხადებას, რომლის თანახმად ისინი „მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საქართველოში და აფხაზეთში სამგზავრო გემების ტრანსპორტირების დაწყებისთვის“. 

👉 ვიმედოვნებთ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო ტრანსპორტი გაიხსნება, მოლაპარაკებები მიდის - სოჭის პორტის დირექტორი

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.

ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.