მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიმედოვნებთ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო ტრანსპორტი გაიხსნება, მოლაპარაკებები მიდის - სოჭის პორტის დირექტორი

სოჭის პორტი

სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავი ზღვის გავლით აფხაზეთსა და საქართველოში გემის ტრანსპორტირების მიმოსვლაზე. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია TASS-ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, იური ვლადიმეროვმა განუცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო ტრანსპორტი] გაიხსნება აფხაზეთში და საქართველოში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიზანი არის, ზაფხულში დავიწყოთ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ტრანსპორტირება სოჭიდან საქართველოში განხორციელდება ბათუმში.

„საზღვაო გზით სამგზავრო გადაყვანის ახალ მარშრუტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ იმდენად, შეძლებისდაგვარად განვითარდეთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვლადიმეროვმა.