მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქართველიშვილი: 10 დეკემბერს „დემოკრატიის სამიტზე“ ჯო ბაიდენის მოწვევით მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი, 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ფარგლებში პრემიერი, ხოლო 1-2 დეკემბერს ნატოს მინისტერიალზე ჩავა ზალკალიანი - ეს არის მოკლე პასუხი შეკითხვებზე, სად არის ღარიბაშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი - Pia.ge

„ჩვეული პირდაპირობით, პრემიერმა ბრძანა: „მე ვწყვეტ პატიმარ სააკაშვილზე საუბარს და გადავდივარ ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე". რამდენიმე მათგანი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა“, -  ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ საკითხებს. 

„ჩვეული პირდაპირობით („ნაცურ“ ენაზე - „ხისტად“), პრემიერმა ბრძანა: „მე ვწყვეტ პატიმარ სააკაშვილზე საუბარს და გადავდივარ ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე“. რამდენიმე მათგანი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა: გამოცხადებულია სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კატეგორიასთან მიმართებით, სოციალური პოლიტიკის ოპტიმიზაციის პროცესი, მათ რიგებში მაქსიმალური რაოდენობის შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მიზნით ლუდომანიის შეზღუდვის და უცხოური ონლაინკაზინოების ანგარიშზე კოლოსალური თანხების გადინების შეჩერების, და ამავდროულად მათი დაბეგვრის მექანიზმების გადახედვის (ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ) მიზნით - გაცემული იქნა შესაბამისი დავალებები ნარკომანიასთან ბრძოლის ფარგლებში, ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების სფეროში არსებული მოუწესრიგებლობის აღმოფხვრის მიზნით, შემუშავდა კონკრეტული ნაბიჯები ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში, განათლების სამინისტროს მიეცა დავალება, აღნიშნულ პროცესში გააქტიურდეს პროფტექნიკური განათლების კომპონენტი ეკონომიკური ზრდის წლევანდელი დამაკმაყოფილებელი ტემპის ფონზე, მთავრობას მიეცა დავალება ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავების თაობაზე საგარეო მიმართულებით გადაწყდა, რომ: 10 დეკემბრის „დემოკრატიის სამიტზე“, ჯო ბაიდენის მოწვევით მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, 30 ნოემბერს და 1ელ დეკემბერს ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ფარგლებში - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1-2 დეკემბერს ნატოს მინისტერიალზე ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის მოკლე პასუხი შეკითხვებზე: სად არის ღარიბაშვილი, სად არის საქართველო საერთაშორისო რადარებზე და სად არის მთავრობა და რას აპირებს. ხოლო სად არის ოპოზიცია ყოველივე ამის ფონზე - ამ კითხვაზე ლიტერატურულ ენაზე პასუხი ძნელად თუ მოიძებნება“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.