მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ რუს მოსწავლეს დამიზიანებსო, გამოდის, რუს მოსწავლეებზე უფრო მეტად ზრუნავს“ - ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლის დედა

სატელეფონო საუბარი

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლის დედა, რომელმაც  სკოლის სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად გაკრული რუსეთის დროშა ჩამოხია, აცხადებს, რომ სკოლის დირექტორი რუს მოსწავლეებზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ქართველ მოსწავლეებზე. 

„ყველაფერი აფხაზეთის დროშის გამო დაიწყო. ბავშვებმა კლასში პროტესტი გამოთქვეს, თუ რატომ არის აფხაზეთის დროშა სტენდზე ცალკე სახელმწიფოდ. ბავშვმა რუსეთის დროშა საკუთარი ხელით ჩამოხსნა. დამიბარა დირექტორმა და გადაიყვანე სადაც გინდაო. „დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ რუს მოსწავლეს დამიზიანებსო“ გამოდის, რუს მოსწავლეებზე ბავშვებზე უფრო მეტად ზრუნავს“, - აცხადებს ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლის დედა. 

შეგახსენებთ, ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლემ სკოლის სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად გაკრული რუსეთის დროშა ჩამოხია, რის შემდეგაც მოსწავლე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გააგდეს. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის საყვედური გამოუცხადა. 

რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის დასჯილი მოსწავლის ფაქტზე ბათუმში სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.