მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდგომარეობა სტაბილურია, დაწყებულია სპეციალიზებული კვება - ელენე ხოშტარიას ექიმი

მდგომარეობა სტაბილურია, დაწყებულია სპეციალიზებული კვება

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა ალექსანდრე მხარგრძელმა განაცხადა. 

ექიმის თქმით, დაწყებულია სპეციალიზებული კვება მცირე ულუფებით.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით არის დამაკმაყოფილებელი სიტუაცია. ჯერჯერობით დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ამის შემდეგ დაწყებულია სპეციალიზებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა“, - აცხადებს ალექსანდრე მხარგრძელი.

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. 

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, „დროას“ ლიდერმა შიმშილობა შეწყვიტა.