მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გლდანში მიყვანისას

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. 

ექსპრეზიდენტის მდგომარეობა 18 ნოემბერს დამძიმდა. მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მწვავედ შეაფასეს. მას შემდეგ რაც, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებს, ამ ეტაპზე უცნობია პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატის პოზიცია შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

ამასთან, საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შიმშილობას მას შემდეგ შეწყვეტს, რაც საკუთარი თვალით ნახავს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის პროცესს. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი