მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა „ჩაკრულოს“ ტექსტი „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა“ - საქართველოს სამეფო სახლი

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სამეფო სახლი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ ფრაზას - „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“, განცხადებით ეხმაურება. 

„ბაგრატიონ-მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის „ჩაკრულოს“ ტექსტი „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებით სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 13 იანვარს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხს ფეოდალები არ უყვარდა და ჩაგვრას არ ეგუებოდა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. 

👉 „არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, რუსული ხუნტის ნარატივის თანახმად, ზვიადმა უკანონოდ გადმოლახა საზღვარი“ - გიორგი გამსახურდია

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ჩემ დროს დენი მაქსიმუმ 11 თეთრი ღირდა და დაგინებული ჰქონდათ, რომ ფასს გაანახევრებდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი