მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? - ზაალ ანჯაფარიძე გიორგი მშვენიერაძეს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე Pia.ge

„საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა, რაც მოლაშვილმა? ახლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით რაც საზოგადოებამ ნახა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს. 

როგორც ზაალ ანჯაფარიძე წერს, ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლისა და ქართული საზოგადოების უმრავლესობის.

„სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, ძველებმაც და ახლებმაც, მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღეს დაიწყეს სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება. სულ მიკვირს, რომ ამ ქართული საპასპორტო მონაცემების ადამიანებს, საერთოდ არ ესმით ქართველების. საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა, რაც მოლაშვილმა? ახლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით, რაც საზოგადოებამ ნახა, ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ჯერ ერთი მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლის და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართა. 

გვარამიას თქმით, ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეაქვთ.