მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში სააკაშვილი“ - მამა შალვა

მღვდელი

„როცა შეიძლება დასრულდეს ეს აქციები, ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში სააკაშვილი“, - ამის შესახებ მამა შალვამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

სასულიერო პირის თქმით, დღეს ის ყველანაირ პოლიტიკურ თემაზე საუბარს წყვეტს.

„ციხის თემაში ნამდვილად ვერ შევალ, როცა შეიძლება დასრულდეს ეს აქციები, ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ არ გადაჰყავთ საავადმყოფოში სააკაშვილი. ეს მართლაც გაუგებარია. 

არ ვიცი მათ რა მოსაზრება აქვთ, მაგრამ მე თვითონ ვერ ვიგებ. ჩემთვის როგორც სასულიერო პირისთვის, წარმოუდგენელია ამ თემის განხილვაში შევიდე, სხვა თემებზე თუ ვისაუბრებ, ეს იქნება საეკლესიო თემები, მისი გარჩევა და არა პოლიტიკა. დღეს ვამთავრებ ყველანაირ პოლიტიკურ თემაზე საუბარს“, - აღნიშნა მამა შალვამ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.  

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „გადაწყვეტილება მივიღე ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი“ - ბურჭულაძე

🔴 „ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან არ შემოუშვეს“ - სააკაშვილი