მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ღირს ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა საქართველოს სამეზობლოსა და მსოფლიოში?

ვარჯიში

საქართველოში ფიტნეს დარბაზების ერთთვიანი აბონემენტის ფასები ადგილმდებარეობის და ვიზიტების რაოდენობის მიხედვით, დაახლოებით 65-დან 450 ლარამდე მერყეობს. ზოგ შემთხვევაში, ულიმიტო აბონემენტში აუზით და საუნით სარგებლობაც შედის, ზოგიერთ ფიტნეს ცენტრში კი ინსტრუქტორის დახმარებით, ჯგუფურ გაკვეთილებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს.

👉რა ღირს საწვავი საქართველოს სამეზობლოსა და მსოფლიოში?

წამყვან ქვეყნებში ფიტნეს დარბაზები საკმაოდ იაფია, აშშ-ში ფიტნეს დარბაზებში ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის საშუალოდ 109 ლარია, ჩინეთში 107 ლარი, ესპანეთში 105 ლარი, გაერთიანებულ სამეფოში კი 100 ლარი. 

PIA.GE პლატფორმა numbeo.com-ზე დაყრდნობით გაგაცნობთ, როგორია ფიტნეს დარბაზებით ერთთვიანი სარგებლობის საშუალო ფასი საქართველოს სამეზობლოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში (ფასები კონვერტირებულია ლარში).

ფიტნეს დარბაზების საშუალო ფასი მეზობელ ქვეყნებში: 

👉 აზერბაიჯანი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 79.18 ლარი

👉 რუსეთი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 82.51 ლარი

👉 თურქეთი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 65.74 ლარი

👉 სომხეთი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 190.18 ლარი

ქვეყნები, სადაც ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა ყველაზე ძვირია (საშუალო ფასი ლარში):

👉 კატარი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 311 ლარი

👉 სინგაპური: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 296 ლარი

👉 ქუვეითი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 283 ლარი

👉 საუდის არაბეთი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 243 ლარი

👉 შვეიცარია: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 227 ლარი

ქვეყნები, სადაც ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა ყველაზე იაფია (საშუალო ფასი ლარში):

👉 პაკისტანი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 32 ლარი

👉 შრი-ლანკა: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 34

👉 ბანგლადეში: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 36 ლარი

👉 ეგვიპტე: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 44 ლარი

👉 ალჟირი: ყოველთვიური გადასახადი 1 ზრდასრულისთვის - 45 ლარი