მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქართველიშვილი: თანამედროვე წუთისოფელში ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მის გარშემო მიმდევართა შემოკრება - პრობლემას აღარ წარმოადგენს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი - Pia.ge

„თანამედროვე წუთისოფელში ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მის გარშემო მიმდევართა შემოკრება - პრობლემას აღარ წარმოადგენს - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება.

„იუდა ისკარიოტელის საქციელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, აქაც შეიძლება ყურადღების გამახვილება ძალზე მნიშვნელოვან დეტალებზე. ბოლო-ბოლო ღალატის ჩადენაში აღებული ფული - უკან დააბრუნა. ფიზიკურ გადარჩენამდე და სულიერ შენდობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა - ფულის დაბრუნება, მონანიების ნიშანი იყო, ცოდვისაგან განთავისუფლებისათვის კი - ერთი სიტყვა უნდა ეთქვა მაცხოვართან: მაპატიე! მაგრამ იუდამ საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი - ჩადენილი დანაშაული იმდენად უპატიებელ კატეგორიაში გაიყვანა, რომ თავი მოიკლა. არ შექმნა „უფლის მოციქულის“ პარტია ან სექტანტური მოძრაობა „იუდას გზა“ - უკვე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ახალი აღარ მიამატა. მკრეხელობაა - იუდას ბიოგრაფიაში „ღირსებისმაგვარი“ რამ დაინახო, მაგრამ თანამედროვე წუთისოფელში ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მის გარშემო მიმდევართა შემოკრება - პრობლემას აღარ წარმოადგენს. თანაც, ეს ყოველივე ისე ხდება - რომ ერთადერთი, რაშიც იუდას არ ჰბაძავენ - ფულის დაბრუნებაა. დღეს ეს აღარავის უნდა. „ფულში“ აქ იგულისხმება როგორც რეალური ფულადი ერთეულები, უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე, პოლიტიკაში „ფლოსტებით“ მოსულებისთვის - მოპოვებული ძალაუფლება, ფინანსური პირამიდებისა და კლანების შექმნა. ასევე - ელემენტარული მადლიერების გრძნობის გამოხატვა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომლის მეშვეობითაც მოხვდი ამ „მეინსტრიმში“ და რომლის ზურგს უკან ვერცხლისმოყვარეობასა შინა ნებივრობდი,“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

👉 ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით ამომრჩევლისთვის საკმაოდ ნათელი ხდება არსებული პოლიტიკური ვითარება - გია აბაშიძე

👉 „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ - გახარია ივანიშვილს პასუხობს

👉 „ივანიშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკა არ დაუტოვებია“ - ვახტანგ ძაბირაძე