მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკა არ დაუტოვებია“ - ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს.

ექსპერტის თქმით, ივანიშვილის განცხადების ერთმნიშვნელოვნად შეფასება შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვაგვარი დანიშნულება და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს.

ძაბირაძე ამბობს, რომ „როგორც ჩანს ივანიშვილს პოლიტიკა, ჯერჯერობით მაინც არ დაუტოვებია და სწორედ ამიტომ, გასაგებია მისი რეაქცია“.

„ძალიან საინტერესო განცხადებაა, რადგან ივანიშვილმა როგორც თქვა პოლიტიკა დატოვა, თუმცა გამოდის, რომ მთლად მარტივი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება. როგორც ჩანს მას პოლიტიკა ჯერჯერობით მაინც არ დაუტოვებია. ამიტომაც მისი რეაქცია გასაგებია გამომდინარე აქედან.

ახლა მეორე თემა - თუ გიორგი გახარია მუშაობს იმ ხმებზე, რომელ ხმებსაც „ქართული ოცნება“ კარგავს და მათ შორის ივანიშვილი, მაშინ სრულიად ბუნებრივი განცხადებაა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სწორედ ამ მიმართულებას, მისცემს ამ ხმებს ივანიშვილი და ეს ხმები წავა გახარიასკენ. გახარია თუ პოლიტიკურ თამაშში მიდის და მასში მონაწილეობს, ხმები მისკენ წავა.

როგორ გგონიათ თქვენ, თუ ივანიშვილი არ დაუპირისპირდებოდა გახარიას, ეს ხომ შესაძლებელი იყო, რომ ივანიშვილმა ახალი თამაში დაიწყო და გახარიას უჭერს მხარს, მაგრამ პრობლემა იცით რა არის ? ამ შემთხვევაში შესაძლოა ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა წაეღო გახარიას.

სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვაგვარი დანიშნულება და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილის ამ განცხადებას. როგორც გითხარით, ერთია რომ ივანიშვილი დუმს და ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, რომ ეს არის „ქართული ოცნება 2“ და ივანიშვილმა სპეციალურად ჩამოიყვანა გახარია იმისთვის, რომ მას ხმები წაეღო და ამ შემთხვევაში 43% დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

მეორე საკითხია - ის ხმები, რომელიც „ქართული ოცნებას“ აღარ დაუჭერს მხარს, არცერთ ვარიანტში, მაგრამ „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველია, მაშინ გახარია არის მათთვის, სწორედ ის ნავსაყუდელი, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭირონ. ამ შემთხვევაში ეს ხმები, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პირველ შემთხვევაში იქნებოდა ანუ 43%-ის კითხვის ნიშანს ოდნავ შეამსუბუქებს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებიდან“ ექსპრემიერის გიორგი გახარიას წასვლას განცხადებით გამოეხმაურა. ივანიშვილმა თქმა, რომ „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“.

ამავე თემაზე:

✔️ „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

✔️ „გახარია მისი პროექტი ნამდვილად არ არის“ - გია ხუხაშვილი ივანიშვილზე

✔️ „ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი

✔️ შევიტყვე ხმების შესახებ, რომ თითქოს გახარიას პარტია ჩემი „პროექტია“ - ბიძინა ივანიშვილი