მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაზე თავდაჯერებული იყო გახარია-კალაძის ფიგურები“ - რამაზ საყვარელიძე თბილისის მერობის კანდიდატების დებატების შესახებ

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე PIA.GE-სთან გამოეხმაურა პირველ არხზე დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს და აღნიშნა, რომ ამდენი ადამიანის ერთად ალაპარაკება დებატები არ იყო.

რამაზ საყვარელიძის თქმით, წარმოდგენილი 16 კანდიდატიდან უმრავლესობა მერობაზე პრეტენზიის მქონედ ძნელად მოიაზრება.

„ზოგადად, ერთი რამ იყო თვალშისაცემი, რომ ეს რაოდენობა და ეს ფორმატი, ამდენი ადამიანის ერთად ალაპარაკებისა, დებატები რომ არ არის, ეს ცხადი იყო და საკმაოდ ბუნდოვანი გახლავთ რა ალტერნატივებს წარმოადგენენ ეს ადამიანები.

უმრავლესობა პრაქტიკულად ქალაქის მერობაზე პრეტენზიის მქონედ ძნელად ჩაითვლება, მათ ჰქონდათ ქვეყნის შეცვლის პრეტენზია, ისინი ყველა ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ორი პოლიტიკური ძალაა, ეს ორი დაპირისპირება არ უნდა იყოს და თითოეული მათგანი აცხადებდა - ამის გამო „ხმა მომეცით მე“.

ლაპარაკი საპარლამენტო არჩევნებზე გასაგებია, ხოლო მერის არჩევის დროს რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ძალების დაპირისპირებას? მერე კიდევ გაჟღერდა „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისამდე მიიყვანა ქვეყანაო, ესეც ზოგადი ფრაზა იყო.

ქალაქის შემთხვევაში ეს სირთულეები და კრიზისი რაში გამოიხატება, სულ რამდენიმე ადამიანმა გააკეთა ამაზე აქცენტი. ანუ ქალაქის თემატიკაზე პროფილირებული არ იყო ეს ხალხი, ვერ გეტყვით, რომ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ შემადგენლობამ. მაღალი კვალიფიკაციის ზოგადი პოლიტიკური შეფასებები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ქალაქზე სალაპარაკოდ მომზადებულები არ იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე იყო ორიენტირებული.

ნიკა მელია ზოგადი პოლიტიკის რიტორიკიდან გამოდიოდა, მას ქალაქი საერთოდ არ აინტერესებდა. ქალაქზე საუბრის მხრივ საინტერესო იყო კახა კალაძე, რომელიც ბუნებრივია, ასე იქნებოდა, იმიტომ რომ მოქმედი მერია.

გადაცემის მიმდინარეობისას გიორგი გახარიაც ქალაქის თემატიკაზე გადაერთო. ქალაქის თემატიკა საკმაოდ საინტერესოდ წამოაყენა გია გაჩეჩილაძემ „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა და კიდევ რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი ქალაქთან დაკავშირებით იყო გაშუქებული. ისე არ იყო, რომ მხოლოდ კალაძე - გახარიას ფიგურებში განაწილებული ყოფილიყო მთავარი თემები. ყველაზე თავდაჯერებული იყო გახარია-კალაძის ფიგურები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მმართველი პარტია მთელ საარჩევნო კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას უძღვნის, რადგან მოსახლეობისთვის არაფერი აქვს სათქმელი“ - ანა დოლიძე

✅„ნარკომანობა, მოღალატეობა, სააკაშვილთან კავშირი, იზიარებ ამ ბრალდებებს?“ - გიორგი გახარია კახა კალაძეს

✅ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

ინფორმაციისთვის, 21 სექტემბერს საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა. გადაცემაში მონაწილეობა მიიღო 16-მა კანდიდატმა და მათ გააჟღერეს საკუთარი ინიციატივები თუ კრიტიკული შეხედულებები დედაქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით.