მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შარლ მიშელი მკაცრი იქნება“ - ხუხაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგ ვიზიტზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში მორიგ ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მკაცრი იქნება ხელისუფლების მიმართ.

ექსპერტის თქმით, დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელის ეგიდით არის ხელმოწერილი, საფრთხის ქვეშ დგას.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტს არღვევს.

ამასთან, ხუხაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად უნდა გაჩერებულიყო, დაემატა 5 ივლისის მოვლენები, რომელიც კიდევ უფრო დრამატულს ხდის სიტუაციას.

„ფაქტია, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მისი ეგიდით არის ხელმოწერილი და რის შესრულების გარანტადაც ის გამოდის, შესაბამისად არის საფრთხის ქვეშ. ეს არ ეხება მაინც და მაინც 5 ივლისის მოვლენებს, ეს ეხება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად უნდა გაჩერებულიყო, სანამ სისტემური ცვლილებები არ დაიწყებოდა.

ხელისუფლება ფაქტობრივად არღვევს ამ დოკუმენტს. ეს შარლ მიშელის პრესტიჟის საქმეა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მას პერსონალური კარიერა და პერსონალური პასუხისმგებლობა აქვს. ის მოქმედებს არა მხოლოდ ევროკავშირის სახელით, არამედ თუნდაც პერსონალური ავტორიტეტის სახელით.

ვფიქრობ, ის საკმაოდ მკაცრი იქნება თუნდაც ამ საკითხში, ამას დაემატა 5 ივლისის მოვლენები, რაც კიდევ უფრო დრამატულს ხდის აი ამ ურთიერთობებს. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ იმ განწყობებით, რაც გვესმის ვაშინგტონიდან, ეს არ იქნება მარტივი საკითხები. ხელისუფლების არგუმენტები... გასაგებია, რომ აქ ვიღაცას აბოლებენ, იმ არგუმენტებით ნამდვილად გაუჭირდებათ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ეგიდის დაბოლება. იმიტომ რომ მათ დიდი გამოცდილება აქვთ ასეთი ტიპის მანიპულაციების“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელი საქართველოში კვლავ ჩამოდის. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის ვიზიტი 18 ან 19 ივლისს არის დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

🔴 ირაკლი კობახიძე: ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ პუნქტს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია ჩადებული

🔴 „რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება იმას, რაზეც ზეპირად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში“- ირაკლი კობახიძე

🔴 „ის რაც გააკეთა ბრბომ, 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის დიდი სირცხვილია“ - გია ხუხაშვილი