მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა.

როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა.

მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებაზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.