მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური ზარალი დიდია

აფხაზეთის ეკონომიკური ზარალი

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის ეკონომიკური ზარალი დიდია“,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის .. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემაიზვესტიასთანინტრევიუში განაცხადა.

მისი თქმით, მდგომარეობა ტურისტული სეზონის შეფერხებამ კიდევ უფრო გაამწვავა, რადგან ტურიზმი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია, მშპ- 35%-ზე მეტს შეადგენს, ამავდროულად, 10 000 სამუშაო ადგილს ქმნის.

ჩვენ არ დავნებდებით. მიუხედავად სიტუაციის სირთულისა და სიმძიმისა, დავიცავთ სამუშაო ადგილებსა და ბიზნესს. მეგობარი რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, გვესმის, რომ კრიზისისგან გამოსვლის გზაზე წარმატების მიღწევა, პირველ რიგში, ჩვენს თავზე, ექსტრემალურ სიტუაციაში მართვის ხარისხსა და ეფექტურობაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა .. პრეზიდენტმა.

როგორც ასლან ბჟანიამ ინტერვიუში აღნიშნა, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან .. საზღვრის ხელმეორედ ჩაკეტვას არ აპირებს, რადგან რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ტურისტების ნაკადს არ უკავშირდება. მისი თქმით, გახსნიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული ადამიანების რიცხვმა 100 000- გადააჭარბა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთთან ჩაკეტილი .. საზღვარი 1-ელ აგვისტოს გაიხსნა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 138- შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 38 და გარდაცვლილია 3 პაციენტი.