მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები ინფიცირდნენ“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1620383104
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის პირველი გაკეთების შემდეგ ინფიცირების რამდენიმე ასეული შემთხვევა დადასტურდა.

მისი თქმით, ყველა მათგანის შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად ან უსიმპტომოდ განვითარდა.

„ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები ინფიცირდნენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1547 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1131 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 319266 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 298807 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 6,06%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,76%-ია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„რეინფიცირების ტენდენცია გახშირდა და შემთხვევები მსუბუქად არ მიდის“ - გამყრელიძე

„ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება დიდხანს არაა მიზანშეწონილი, ერთი ჭიქა შეიძლება“- ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე პოსტკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს