მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეინფიცირების ტენდენცია გახშირდა და შემთხვევები მსუბუქად არ მიდის“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1620380795
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რეინფიცირების ტენდენციამ საგრძნობლად იმატა და ვირუსის მიმდინარეობა სიმსუბუქით არ გამოირჩევა.

როგორც გამყრელიძემ ვებინარზე მედიას განუცხადა, საქართველოში 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, რეინფიცირების 5-მდე შემთხვევა არის დადასტურებული.

„დაახლოებით 50-ზე ზემოთ რეინფიცირების საეჭვო შემთხვევა გვქონდა. ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

✔️ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 319 266-ს შეადგენს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 4245 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო 298 807 პირი გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე:

👉 „ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება დიდხანს არაა მიზანშეწონილი, ერთი ჭიქა შეიძლება“- ამირან გამყრელიძე

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 087 ადამიანი აიცრა