მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე პოსტკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს

ექიმი
1620382532
COVID-19

„პოსტკოვიდური სინდრომი გახლავთ სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება მეტი ყურადღება“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პაციენტის სულ მცირე 6 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ოჯახის ექიმთან მჭიდრო კონტაქტი.

„ჩემი რეკომენდაცია გახლავთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ადამიანი თავის ოჯახის ექიმთან მჭიდრო კონტაქტში იყოს. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროს.

ეს სერიოზული საკითხია. კოვიდი თავდაპირველად მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს. ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და უკვე დამკვიდრდა ტერმინი - „პოსტკოვიდური სინდრომი.“ ის უმრავლეს შემთხვევაში არ გვხვდებოდა“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ამჟამად საქართველოში პოსტკოვიდურ სინდრომზე კვლევას ინფექციური საავადმყოფო ატარებს, რისთვისაც შერჩეული არის შემთხვევითი შერჩევით 500 პირი, თუმცა ჯერ-ჯერობით კვლევის შედეგები არ არის გასაჯაროებული.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება დიდხანს არაა მიზანშეწონილი, ერთი ჭიქა შეიძლება“- ამირან გამყრელიძე

✅„რეინფიცირების ტენდენცია გახშირდა და შემთხვევები მსუბუქად არ მიდის“ - გამყრელიძე

✅რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოში? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება