მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ ინტენსიურია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1609926025
COVID-19

„საქართველოში კორონავირუსის გავრცელება ჯერ კიდევ ინტენსიურია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში 11%-ია.

„1800-ზე მეტი შემთხვევა დღეს და 2000-ზე მეტი შემთხვევა გუშინ, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ დამშვიდებისა და მოდუნების საშუალება არ გვაქვს. კი განახევრდა შემთხვევების რიცხვი შეზღუდვების შედეგად, მაგრამ ძალიან საყურადღებოა დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც არის 11% და მეტი.

როცა დადებითობის მაჩვენებელი 5%-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ რეალურად მეტია ინფიცირებული ადამიანი, ვიდრე ჩვენ ტესტირების შედეგად ვავლენთ.

ამიტომ ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა და შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ დასკვნას 15 იანვრისთვის გავაკეთებთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 233879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 223 276 და გარდაცვლილია 2 666 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რამდენად საშიშია ბავშვებისთვის კორონავირუსის ახალი შტამი - ნანა გეგეჭკორის მიმართვა

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

👉 „ვირუსი სეზონურია, მაისის ბოლოს რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება“ - გიორგი ფხაკაძე