მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შანსი გვაქვს ვაქცინაცია დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული“ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1609079580
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოს შანსი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იმაზე ადრე მიიღოს, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული. 

„ის, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი ვაქცინაცია დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული, ამის რეალური შესაძლებლობა შესაძლებლობები არსებობს. აქტიური კონსულტაციები მიდის ქვეყნებთან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და იმ მიმწოდებლებთან, ვინც შეიძლება გახდეს ჩვენთვის ვაქცინის წყარო.

მთავარი პირობა იქნება ვაქცინის აღიარება მარეგულირებელი ორგანოების მიერ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ძალიან სანდო და მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩოები მსგავსი ტიპის ვაქცინების დანერგვის საკითხში“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსის დადასტურებული შემთხვევები 221 605-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ

✔️ იმნაძე: მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ვაქცინა უფრო ადრე იყოს მოწოდებული