მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არ უნდა აიცრას Pfizer-ის ვაქცინით და რატომ ? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1609090825
COVID-19

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

ფხაკაძე განმარტავს, თუ რატომ მართებთ მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენა კორონავირუსის ვაქცინაციის დროს.

ამასთან, გიორგი ფხაკაძე ადამიანების სამ კატეგორიას ასახელებს, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინაციის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„პრაქტიკულად ევროკავშირმა დღეიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანია. აქ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი მოქალაქეების ვაქცინაქცია დაიწყოს. ეს არის Pfizer-ის ვაქცინა.

ვიცით, რომ რამდენიმე ვაქცინა 1-2 კვირაში იქნება დამტკიცებული, იმედია, რომ სექტემბრისთვის ევროკავშირის მოქალაქეების 60% ვაქცინირებული იქნებიან. ეს არის გეგმა. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სახიფათო. ერთის მხრივ, არის სიხარული, ეს იგივეა დაახლოებით კოსმოსში რომ დადგა ფეხი ადამიანმა.

ვაქცინაცია არ არის მარტივი საკითხი, ისეთი ჰოლივუდურ ფილმებში რომ არის, „გამოიგონა და მსოფლიო გადარჩა“. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ამას სჭირდება ძალიან ბევრი პრაქტიკული მომენტი და ქვეყანა უნდა იყოს მზად.

სხვათა შორის, 90 ქვეყანა მზად არის უკვე ვაქცინაციისთვის, ამ ქვეყნებში ევროკავშირის ქვეყნები შედიან. ვაქცინაციისთვის ბევრი ქვეყანა არ არის მზად. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს ჩემი პოზიციაა, არ ვიცი ქვეყანა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ვაქცინა უნდა იყოს შემოტანილი სახელმწიფოს მიერ. სამწუხაროდ მსოფლიოში ხდება არალეგალური ვაქცინებით ვაჭრობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ასეთი ვაქცინები. ეს იქნება არაეფექტური.

რაც შეეხება ბალანსს, 18 წლამდე ადამიანებისთვის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ რომ კვლევები არ არის ჩატარებული. ვგულისხმობ Pfizer-ის ვაქცინას. ასევე თუ ადამიანი არის ფეხმძიმედ არ არის რეკომენდირებული. როცა დავინახეთ, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი დღევანდელი დღის მდგომარეობით ვაქცინირებულია.

ადამიანებს, ვისაც აქვს სხვადასხვა ტიპის ალერგიები ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ალერგიებმა შესაძლებელია უკუჩვენება მისცეს. ეს ვაქცინაცია იქნება ოდნავ სხვანაირი, ვიდრე ადრე იყო. პაციენტი უნდა იყოს მომზადებული, ინფორმაცია უნდა იყოს შეგროვილი“, - განაცხადა ფხაკაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის გამოვლენიდან ერთი წლის თავზე გლობალური სტატისტიკა ასეთია - მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევები 80 მლნ-ს აჭარბებს.

კომპანია Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინა აშშ-ში ოფიციალურად 12 დეკემბერს დარეგისტრირდა. 18 დეკემბერს კი რეგისტრაცია კომოპანია Moderna-ს ვაქცინამაც გაიარა. ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ 2021 წლის თებერვლის ბოლომდე აშშ-ში კოვიდვაქცინაცია 100 მლნ ადამიანს ჩაუტარდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს

✔️ WHO: კორონავირუსის ვაქცინა არ ნიშნავს ნულოვან ინფიცირებას, ნუ იქნებით თვითკმაყოფილები