მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

907 თბილისი, 141 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1620371401
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 541 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 319 266-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 907

⭕ აჭარა - 141

⭕ იმერეთი - 115

⭕ ქვემო ქართლი - 77

⭕ შიდა ქართლი - 43

⭕ გურია - 33

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117

⭕ კახეთი - 52

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 46

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 13

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 521, იმერეთში - 428.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 481, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 331 - აჭარაში.

11 075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში