მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აგვისტოს ბოლოდან მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა მუტირებული შტამების ხარჯზე“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1621932832
COVID-19

„არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოდან როგორც ევროპაში, ისე გლობალურად, დაიწყოს შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია გამკაცრდეს ყურადღება რეგულაციების დაცვაზე და გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი.

„ამიტომ ყველგან, სადაც კი შემსუბუქებები მიმდინარეობს, არის მეტი ყურადღება რეგულაციების დაცვაზე. პირველ რიგში ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, შეკრებებისგან თავის არიდება და ამასთანავე მეტი აცრა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ამ დროისთვის საქართველოში ორჯერადად სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია აცრილი.

„ჩვენთან დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილია სამიზნე მოსახლეობის 1% და დაახლოებით 3,5% არის ერთხელ მაინც აცრილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულში ეს მაჩვენებელი ავიდეს 10-15%-ის ფარგლებში და ა.შ.“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

👉 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 339315-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 320777 პირი.

👉 დადებითობის მაჩვენებელია, დღიური - 4,45%, ბოლო 14 დღის - 3,86%, ბოლო 7 დღის - 4,05%-ია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არსებული ვაქცინები წარმატებულად მოქმედებს ბრიტანულ, აფრიკულ და ინდურ შტამებზე“- ჯანმოს წარმომადგენელი

„მობილობა გამოიწვევს იმას, რომ ვირუსმა შესაძლოა რამდენიმე ადგილას ერთად იფეთქოს“ - ზაზა წერეთელი

„საქართველოში ინდური შტამის შესაძლო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს“ - ამირან გამყრელიძე