მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში ინდური შტამის შესაძლო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე აიცრა
1621759020
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ინდურმა შტამმა შესაძლოა, ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს.

„შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს, საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 337 573-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 318 599 და გარდაცვლილია 4622 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დიდი ალბათობაა ქვეყანაში ინდური შტამი იყოს“ - გამყრელიძე

👉 ცერცვაძე: ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

👉 „ეს არ იქნება ბოლო პანდემია“- ჯანმოს დირექტორი