მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: სჯობს გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე გადავსებულ ავტობუსში ავიდეთ

NCDC-ის ხელმძღვანელი
1612451221
COVID-19

„ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე. ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება.  

გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70% არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„თუ დავიცავთ ყველა წესს და 95%-მდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

იხილეთ აგრეთვე:

✖️ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება - ჩამონათვალი

✖️რა შეზღუდვები იმოქმედებს მუნიციპალურ ტრანსპორტში? - ირაკლი ხმალაძის განმარტება