მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება - ჩამონათვალი

საქართველოში შეზღუდვები იხსნება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. 

კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

კერძოდ:

✔️ 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გაიხსნება

✔️ 15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

✔️ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას

✔️ 8 თებერვლიდან საქართველოში ბაზრობები მუშაობას განაახლებენ

შეზღუდვები მოქმედებს შაბათ-კვირას.

👉 მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

👉 ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით

👉 არ იხსნება კერძო და საჯარო ბაღები.

👉 მოქმედებაში რჩება კომენდანტის საათი.

👉 შეზღუდვა რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

✔️ გიორგი გახარია: დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 თებერვლის მონაცემებით 260 480-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 251 748, ხოლო 3240 პაციენტი გარდაცვლილია.