მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აპრილის ბოლოს იქნება მაქსიმალური შემთხვევები და მაისის მეორე ნახევრიდან დაღმართისკენ წავა“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1617989175
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობა აპრილის ბოლოსკენ არის მოსალოდნელი, ხოლო შემთხვევების შემცირება მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

მან მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„აპრილის ბოლოს იქნება მაქსიმალური შემთხვევები და მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება თავდაღმართისკენ წასვლა. მაგრამ ეს პიკი ისე უნდა გავიაროთ, რომ ეს არ იყოს ნოემბერ-დეკემბრის მსგავსი. ამისთვის გვჭირდება რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება, პირბადის გამოყენების გააქტიურება, რადგან 1000 შესაძლოა შემთხვევიდან პირბადე ინფიცირების რისკს 300-ით ამცირებს.

ჯერჯერობით არ გვაქვს ვაქცინაციის ის რიცხვი, რაც პანდემიის ტრაექტორიას შეცვლის, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე და რეკომენდაციების მკაცრად დაცვა. ასევე ყველას ვთხოვ, რომ ვინც არის 55 წელს ზემოთ, ავითვისოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ახლა თბილი ამინდები ემთხვევა, მუდმივად გაღებული გვქონდეს ფანჯრები ოფისებსა და სახლებში, ვეცადოთ ვიყოთ ჰაერზე და სახლში ნაკლები დრო გავატაროთ“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები გამოიყენება, ხოლო „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-სგან მის აღიარებას ელოდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ ადამიანს ვაქცინის პირველ დოზაზე მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, მას მეორე დოზა ვერ გაუკეთდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „დისციპლინა და აღსრულება თუ არ გავამკაცრეთ, სერიოზული მესამე ტალღა გვექნება“ - გამყრელიძე~

👉 საქართველოში ჩინური ვაქცინის გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება