მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არამგონია, რომ ასეთი საშიში იყოს“ - ახალციხელი ექიმის ინტერვიუ კომაში ჩავარდნამდე (ვიდეო)

ექთანი
1616075747
COVID-19

პაციენტს, რომელმაც ვაქცინაცია გაიკეთა, მდგომარეობა დაუმძიმდა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

 tv9news.ge ავრცელებს კადრებს, რომელიც ექთანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული. 

მედდა ინტერვიუში ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ვაქცინაცია აუცილებელი იყო.

კლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს. მოგვიანებით კი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკა „იმედის“ დირექტორი დავით მაისურაძე აღნიშნავს, რომ პაციენტი დაახლოებით 2-3 საათია რაც კომაშია და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაქცინის მიღებიდან 30 წუთში დამძიმდა მდგომარეობა.

კომაში მყოფი პაციენტი კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს.

ინფორმაციისთვის, ახალციხეში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შემდეგ ექთნის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. ექთნის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძის განმარტებით, ასტრაზენეკას ვაქცინა ალერგიული რეაქციით არ ხასიათდება.

ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა, პაციენტს ემოციური, კოლაპტოიდური მდგომარეობა ჰქონდა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ჩემთვის როგორც ცნობილია, მას არ ჰქონდა რაიმე თანმდევი დაავადება“ - კლინიკა „იმედის“ დირექტორი

✔️„შესაძლოა, იყოს ემოციური მდგომარება“ - ენდელაძე ახალციხეში კომაში ჩავარდნილ ვაქცინირებულ პაციენტთან დაკავშირებით