მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის რესპუბლიკურში კორონავირუსის დიაგნოზით 115 პაციენტი მკურნალობს

აჭარის რესპუბლიკურის შენობა
1599644304
COVID-19

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 115 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ სავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 20 პირს პნევმონია აქვს.

„სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისნი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, თუმცა აპარატზე არცერთი არ გვყავს. 20-ს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის პნევმონია. 18 უსიმპტომო პაციენტი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი“, - აღნიშნა გიორგი კიკაბიძემ.

როგორც მან განმარტა, კლინიკაში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ინფორმაციისთვის, აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა შორის ინფიცირებულები ე.წ. ხოფის ბაზრობის, იუსტიციის სახლისა და სამშობიარო სახლის კლასტერებიდან არიან. აგრეთვე არის ერთეული შემთხვევები, რომლებზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს.