მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 892 ადამიანი აიცრა

აცრა
1618991406
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 892-მა ადამიანმა გაიკეთა.

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 31 911 ადამიანია აცრილი.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე უკვე 46 189-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, მათმა უმეტესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია COVID 19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც აქვთ. მათ 3 ვაქცინის დაფიქსირება შეუძლიათ.

პორტალზე დარეგისტრირებული 46 189 ადამიანიდან 44 275-მა ხმა „ფაიზერის“ ვაქცინას მისცა, მეორე ადგილზეა „მოდერნა“ (21 642), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“ (8 939), „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (6 220), „ნოვავაქსი“ (2 397), ბოლო ადგილს კი ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი“ (538) იკავებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 299038 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 282869 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.16%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✔️27 აპრილიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

✔️30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო არდადეგების გამო, ვაქცინაცია დროებით შეჩერდება

✔️დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, სად აიცრებიან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ორგანოგადანერგილი პირები