მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან მოქალაქეებს ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებშიც შეეძლებათ

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები
1630048607
COVID-19

„დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და კუთვნილ ვაქცინას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით.

ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება, ეს იქნება დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში, თუ პოლიკლინიკის წერტილში.

საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა

👉 დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას